სიურპრიზი პირველ მასწავლებელს - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა საინტერესო აქტივობა შესთავაზა
11-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ერთმანეთთან განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
ბავშვებს განსაკუთრებით კი დაწყებითი კლასის მოსწავლეები ძველ პედაგოგებთან განშორება ახალ საფეხურზე ყოველთვის უჭირთ.
სწორედ ამიტომ, მეხუთეკლასელებმა მათ ამჟამინდელ პედაგოგ ცირა გულუასთან ერთად, აღმზრდელ მასწავლებელს თეა ფარცვანიას პროფესიული დღეს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყეს.
ბავშვებმა პედაგოგ ცირა გულუასთან ერთად თეა მასწავლებელს მოულოდნელად მიაკითხეს და ყვავილების თაიგულთან ერთად უამრავი ემოცია, თბილი სიტყვები აჩუქეს.
„ახალი სასწავლო წელი ახალ კლასთან ერთად დავიწყე. მე-5 კლასია და მათი მიჯაჭვულობა დაწყებითი კლასის მასწავლებელთან ყველასთვის ცნობილია. მთავარია, უმტკივნეულოდ მოხდეს ცვლილებები. ვფიქრობ, ამ აქტივობის მიზანიც ეს იყო. სიურპრიზი მოვუწყვეთ თეა მასწავლებელს, სასიყვარულო ბარათები დავუმზადეთ და დღე გავულამაზეთ! მონატრების ცრემლებიც იყო და ზღვა სიხარულიც!“, - ვკითხულობთ ცირა გულუას წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს