პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე გაულამაზეს
11-10-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.

ბავშვებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე განსაკუთრებულად გაულამაზეს. მოსწავლეებმა თითოეულ მასწავლებელს, რომლებიც მათ სწავლა - განათლებაზე დაუღალავად ზრუნავენ წრფელი სიტყვებით მადლობა გადაუხადეს.

ასევე, სკოლის პედაგოგები დირექციასთან ერთად მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავენ.

„ვულოცავთ ყველა მასწავლებელს ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ. ბევრი ღირსეული თაობები გაგეზარდოთ“, - ვკითხულობთ მილოცვაში.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203