მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლია ოქრომელიძემ პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
11-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა პედაგოგის, ლია ოქრომელიძის ხელმძღვანელობით საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
მოსწავლეებს პედაგოგმა გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა და ბავშვებს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეუძღვა. ლია ოქრომელიძემ ისეთი გარემო შექმნა, რომ ბავშვებმა სწავლა გულმოდგინედ და ხალისით დაიწყეს.
პირველკლასელებს და პედაგოგს დირექცია სწავლის გზაზე წარმატებებს უსურვებს.