შრომის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
11-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.

მე-8 კლასის დამრიგებელი ნინო ჩხაიძეა.

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203