ურავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით დაიწყეს
11-10-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს დამრიგებელი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგნენ.
პედაგოგმა მოსწავლეების ხასიათზეც იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა.
მასწავლებელს და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„ფერადი დღეა, პირველ კლასში ანბანი შემობრძანდა. სიხარულით და ბედნიერებით სავსე თვალებით შეხვდნენ პატარები ანბანს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს