სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
11-10-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნონა ფარულავამ მე-4გ კლასის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
მან ბუნების რამდენიმე გაკვეთილი წყალზე - მის თვისებებზე, მდგომარეობსა და მნიშვნელობაზე ჩაატარა. შემდეგ მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ბრწყინვალედ შეასრულეს. მათ თავიანთი ხელით დაამზადეს მაკეტი, სადაც წყლის ბრუნვის წრე წარმოაჩინეს. დაამზადეს ბუკლეტები, ისაუბრეს წყლის თვისებებსა და მნიშვნელობაზე, ჩაატარეს ცდები, დაკვირვების შედეგად კი დასკვნები გამოიტანეს.
აქტივობაში ყველა მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო.
„სიამოვნებით ასრულებდნენ დავალებებს, ცდებს, მაკეტებს. ასეთი გაკვეთილები დიდხანს რჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს