„ეს იყო, ზეიმი მადლიანი ქართული სიტყვისა“ - ქუთაისის N5 სკოლის მეექვსეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
11-10-2022

ქუთაისის N5 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. აღნიშნულ დავალებებს პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

„მასწავლებელი მუდამ მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, სიახლეებს ფეხი აუწყოს და აიტაცოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში, რომლის პედკოლექტივი „ახალი სკოლის მოდელშია ჩართული“ და აქტიურადაც მუშაობს.

სწორედ კომპლექსური დავალება წარმოადგინეს მე-6 კლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: „წერილი ქუჩის“.

საინტერესო დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა ლია ჭეიშვილმა შესთავაზა. 

„ეს იყო, მართლაც, ზეიმი მადლიანი ქართული სიტყვისა. მოსწავლეთა წარმოდგენილ პრეზენტაციებში გამოჩნდა მათი მაღალი წიგნიერება, დამოუკიდებელი აზროვნება, რომანტიკული სულისკვეთება, თანაგრძნობა, მხატვრული აღქმის საუკეთესო უნარი“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

გაკვეთილს ​დირექციისა და კათედრათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მოიწონეს გაკვეთილი და წარმატება უსურვეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203