წალკის N2 სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ დღესასწაულად უქცია
11-10-2022

წალკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პატარებმა მასწავლებლის დახმარებით „ანბანის შემობრძანება“ აღნიშნეს. პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა და მოსწავლეებს თემატურად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა, შესთავაზა მრავალფეროვანი აქტივობები, შესთავაზა საინტერესო სასწავლო რესურსი და ვიზუალური მასალა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203