მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
11-10-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.
პედაგოგებს მოსწავლეებმა და დირექციამ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს, თბილი სიტყვები მიუძღვნეს და მათდამი პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
მასწავლებლებს დირექცია კარიერულ წინსვლასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას უსურვებს.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს