კუხის საჯარო სკოლის პირველკლასელებს, საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ 
11-10-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

დილით, სკოლაში მისულ ბავშვებს საკლასო ოთახი განსაკუთრებულად გალამაზებული დახვდათ. მათმა პედაგოგმა დაუღალავად იზრუნა, რათა პირველკლასელებისთვის ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პირველი ნაბიჯი მათთვის დაუვიწყარ დღე ექცია.

სკოლის დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს წარმატებებს უსურვებენ.

„უჩვეულოდ ფუსფუსებდნენ ჩვენი პირველკლასელები, ყველას იწვევდნენ თავიანთ საკლასო ოთახში იმ სილამაზის სანახავად, რაც დახვდათ დილით მისულებს. ანბანის შემობრძანებას აღნიშნავდნენ ეკა მასწავლებელთან ერთად. ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს ყველა დღე თქვენთვის, ჩვენო მერცხლებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203