„ცნობისმოყვარე მასწავლებელი“ - დარკვეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო აქტივობა განხორციელდა. „ცნობისმოყვარე მასწავლებელი“ მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა ჩაატარეს. პედაგოგის მაგიდაზე განთავსებული იყო ფერადი ფურცლები, სადაც კითხვები ეწერა. შეკითხვები მოსწავლეებმა წაიკითხეს და გულწრფელი პასუხები გასცეს.
აღნიშნულ აქტივობაში მთელი კლასი უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ვიდეოები გადაიღეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პედაგოგი მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდოები: