ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო შემეცნებითი ტური
11-10-2022

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის V და VI კლასების მოსწავლეებს საინტერსო გასვლითი ტურები ჩაუტარდათ. 

ისინი, ისტ-ის მასწავლებელ თამარ კაკაჩიასთან ერთად, კოლეჯ „ცხუმ-ეგრისს" ესტუმრნენ. კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებზე მინი ლექციას მოუსმინეს. მოსწავლეებმა დასხვეს შეკითხვები, რომელთაც პასუხი აიტი სპეციალიტმა გასცა. 

შემდეგ მათ ტექნოპარკში გადაინაცვლეს და იქ გამოფენილი თანამედროვე ტექნიკა დაათვალიერეს. მოსწავლეებს რობოტები და 3დ პრინტერი ძალიან მოეწონათ.

ბოლოს, კი ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის კომპიუტერული კლასი მონახულეს. გაეცნენ სკოლის ისტ-ის მასწავლებელს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს.

აღნიშნულმა ვიზიტებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. მიზანი კი ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203