„შეხვედრა ანბანთან“- ფარცხანაყანევის N4 სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი საჩვენებელი გაკვეთილით დაიწყეს
11-10-2022
ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
პირველ კლასში საჩვენებელი გაკვეთილი - „შეხვედრა ანბანთან“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, იზოლდა სულავამ ჩაატარა.
პედაგოგმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეს დღე ბავშვებისთვის დაუვიწყარი და საზეიმო ყოფილიყო.
პირველკლასელებმა ამაყად და დიდი ინტერესით შეაბიჯეს ქართული დამწერლობის ჯადოსნურ სამყაროში. საზეიმო გაკვეთილის ფარგლებში ბავშვებმა ასევე მუსიკალური კომპოზიცია - „აი ია“ შეასრულეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს