ზესტაფონის N1 სკოლის I კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ეკატერინე ბარათაშვილმა ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
11-10-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგის, ეკატერინე ბარათაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ანბანის საოცარ და ფერად სამყაროში შეაბიჯეს.
პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება პედაგოგმა ნამდვილ ზეიმად უქცია. საკლასო ოთახში შესულ ბავშვებს განსაკუთრებულად გალამაზებული გარემო დახვდათ. ბავშვებმა ანბანის სწავლა დიდი მოტივაციით და შემართებით დაიწყეს.
„კიდევ ერთხელ გაისმა დედაენის მადლს ნაზიარები პატარების წკრიალა ხმით საკლასო ოთახში ჟრუანტელის მომგვრელი „აი ია“. ლურჯთვალა იას გაბრწყინებული თვალებით უმღერეს, ლექსები მიუძღვნეს საიმედო გოგო-ბიჭებმა. სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელების შემდეგ მასწავლებლისგან მათთვის შექმნილი სამახსოვრო ბარათები მიიღეს.
ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ქართული ანბანის ლაბირინთებში მოგზაურობის დაწყებას, წიგნიერებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები იყოს წარმატებული და ბედნიერი“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს