გოლთეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
11-10-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

მოეწყო სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

მათ მასწავლებლებისთვის კედლის გაზეთები და მისალოცი ბარათები დაამზადეს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, ახლომდებარე სკვერში პიკნიკი მოაწყვეს. უფროსკლასელებმა კი, საკუთარი ინიციატივით, მასწავლებლებს ახლადრეაბილიტირებული სკოლის სამასწავლებლოსთვის ულამაზესი საჩუქარი - დეკორატიული ყვავილები გადასცეს. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
 








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203