მინაძის საჯარო სკოლის სპორტისა და ჭადრაკის მასწავლებელი დიანა გოგოლაძე მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
11-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის სპორტისა და ჭადრაკის მასწავლებელი დიანა გოგოლაძე დააჯილდოვეს. 

ის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მასწავლებეთა საერთაშორისო დღეს დაჯილდოვდა, როგორც „წლის საუკეთესო მასწავლებელი“. მას მერიამ მადლობის სიგელი, ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ დიანა გოგოლაძე მოსწავლეებისა და საკუთარ განვითარებაზე ორინეტირებული პედაგოგია, რომელსაც არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ დიანა მასწავლებელს პროფესიულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალი წელი აღეზარდოს განათლებული  მომავალი თაობა“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203