მულახის საჯარო სკოლის პედაგოგ სალომე ფურცხვანიძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
11-10-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მასწავლებელს სალომე ფურცხვანიძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

ის მიზანდასახურული, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგია. მას სტატუსი განსაკუთრებული ღვაწლის და დამსახურებისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით  აუმაღლდა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ფურცხვანიძე 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრია.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

„სალომე ფურცხვანიძეს ვულოცავთ მენტორი მასწავლებლის სტატუს და ვუსურვებთ კვლავ მრავალ წარმატებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203