ერგეს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
11-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, III კლასი პედაგოგ ლეილა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 8 ოქტომბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ.
მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამა - „რობერტ კაპას ობიექტივში“ ჩაუტარდათ, რომელსაც ხელოვნების მუზეუმის გიდი ირინა სტურუა უძღვებოდა.
პროგრამაში მონაწილე სკოლასა და პედაგოგს აჭარის მუზეუმის ადმინისტრაციისაგან სერტიფიკატი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა და საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა ძალზე საინტერესო და ინფორმაციული იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს