ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, ხელოვნების მუზეუმს ესტუმრნენ
11-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის, საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ზედა განთიადის VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები, პედაგოგების: ნუნუ ჩახვაძისა და დიანა ფაღავას ხელმძღვანელობით საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 8 ოქტომბერს, ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა - „რობერტ კაპას ობიექტივში“, რომელსაც ხელოვნების მუზეუმის გიდი ირინა სტურუა უძღვებოდა.
პროგრამაში მონაწილე სკოლასა და პედაგოგებს აჭარის მუზეუმის ადმინისტრაციისაგან სერტიფიკატები გადაეცათ.