პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ხელნაკეთი საჩუქრები უსახსოვრეს
10-10-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
თითოეულ მასწავლებელს საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქრები აჩუქეს. მათგან ერთ-ერთი ვერონიკა ბაბოიანიაა, რომელიც გატაცებულია ხელნაკეთი ნივთების გაკეთებით და კლასელებსაც ასწავლის. ნიჭიერი მოსწავლე მომავალში დიზაინერის პროფესიის არჩევა სურს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.