გუდაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
10-10-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს.

„მადლობა, მასწავლებელო“ - სწორედ ამ სიტყვებით დახვდნენ მოსწავლეები სკოლაში მისულ მასწავლებლებს. მათ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, ყვავილები მიართვეს და ძალიან გაახარეს. 

მათ ლექსებიც წაიკითხეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს. 

„საოცრად ლამაზი დღე მოგვიწყვეს ჩვენმა გოგო-ბიჭებმა. წაგვიკითხეს მოსალოცი სიტყვა, მოყვნენ საინტერესო ამბებს სხვა ქვეყნებში მასწავლებლის დღის აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებით, მასწავლებლებს გადასცეს თავიანთი შეხედულებით შექმნილი ნომინაციები და მადლობის ბარათები. მოსწავლეების სიურპრიზმა დიდი ემოციები გამოიწვია მასწავლებლებში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203