ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10-10-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა 8 ოქტომბერს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის ადგილას მივიდნენ და მსხვერპლთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მოსწავლეები ტრაგიკულ ადგილზე კლასების ხელმძღვანელებთან: დიანა ფაღავასთან, მირანდა ბოლქვაძესთან და ნინო ფარტენაძესთან ერთად მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ნათლად ახსოვს 8 ოქტომბერს დატრიალებული მოვლენები და მათთვის ეს დღე ყველაზე მძიმეა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203