ჯუმის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანული თორდინავა წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
10-10-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანული თორდინავა 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა. სამხარეო ადმინისტრაციაში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი ესწრებოდა.
სკოლის პედაგოგები კოლეგას დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ქალბატონ ნანულის ამ ჯილდოს და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას“, - ვკითხულობთ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს