ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის პირველკლასელებს პედაგოგმა, სოფიო ჩიკვაიძემ ანბანის სწავლის დაწყება ნამდვილ ზეიმად უქცია.
საკლასო ოთახში შესულ ბავშვებს გარემო თემატურად განსაკუთრებულად მორთული დახვდათ. მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით დაიწყეს.
პედაგოგმა ანბანის სწავლის დაწყების აღსანიშნავად, პირველკლასელების მონაწილეობით ღონისძიება მოაწყო, რომელშიც ბავშვები სიხარულით მონაწილეობდნენ.
„ანბანის შემობრძანება“ პირველკლასელებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა და მათ სასკოლო მეხსიერებაში მუდამ იქნება.
იხილეთ ფოტოები: