ბეკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
11-10-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ამ დღეს კლასში განსაკუთრებული აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებს დამრიგებელი იაკობ გოგოებაშვილისა და დედაენის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები მას უდიდესი ყურადღებით უსმენდნენ, შემდეგ კი შვიდივე მათგანი ასოების სწავლას დიდი მონდომებით შეუდგა.

პედაგოგმა მოსწავლეების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნა და ანბანის დაწყების გაკვეთილისთვის საზეიმო განწყობა შეუქმნა. 

პედაგოგსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203