„სკოლა და მოსწავლეები ჩვენთვის ყველაფერია!“- ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ
11-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი მოსწავლე და მათთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაა.
თითოეული პედაგოგი ბავშვების სწავლა - განათლებაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ერთგუნდად შეკრულნი არიან და თითოეულის წარმატებას სკოლის წარმატებად თვლიან.
„სკოლა და მოსწავლეები ჩვენთვის ყველაფერია ეს არის ჩვენი, პედაგოგების დევიზი “, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამაგდარი პედაგოგების შრომას ბავშვები შესაბამისად აფასებენ და მათთვის პროფესიული დღის მილოცვა არ დავიწყებიათ.
საყვარელ მასწავლებლებს მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებები შესთავაზეს.