სასწავლო წლის შთამბეჭდავი დასაწყისი ქვემო ქედის საჯარო სკოლაში
10-10-2022
15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა. საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. გამონაკლისი არც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლა ყოფილა.
სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს. განსაკუთრებით კი პირველკლასელთა მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს სკოლაში მისვლა დღესასწაულად უქციეს. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა.
„ქვემო ქედის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი გადაიშალა...ახალი 2022-23 სასწავლო წელი ჩვეული სიხალისით, ენთუზიაზმითა და უკეთესი მომავლის რწმენით დაიწყო... მშობლიურ სკოლას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა. ეს დღე პირველი კლასელებისათვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო...“,- გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს