ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება -„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“, გაიმართა.
მოსწავლეები ზეიმის მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
სკოლის დირექტორმა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: