„აქ იწყება დემოკრატია“- თბილისის N26 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
10-10-2022
თბილისის N26 საჯარო სკოლაში 7 ოქტომბერს სლოგანით - „აქ იწყება დემოკრატია“ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები ყველა წესის დაცვით, გამჭვირვალედ ჩატარდა და სასკოლო საზოგადოებას დემოკრატიის მაგალითი უჩვენა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მეწინავეს“ წევრებსა და კლუბის ხელმძღვანელს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ნინო თოფურიას არჩევნების ორგანიზებისა და წარმატებით, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში ჩართულ თითოეულ მონაწილეს საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჰქონდა გაცნობიერებული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203