არეშფერანის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ბრეგვაძე წლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა
10-10-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ ბრეგვაძეს წლის პედაგოგის სტატუსი საზეიმო ღონისძიებაზე მიენიჭა.

საზეიმო დაჯილდოების ცერემონია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მასწავლებელი, ლაგოდეხის 28 საჯარო სკოლაში, კოლეგების მონაწილეობით გამოვლინდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა პედაგოგებს, პროფესიულ დღესთან ერთად, წლის მასწავლებლის სტატუსი მიულოცა და პროფესიულ და პირად ცხოვრებაში წარმატება უსურვა.

ცერემონიალზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, წლის პედაგოგებთან ერთად, კახეთის რეგიონში, „ჰუმანური პედაგოგიკისა“ და „დამსახურებული პედაგოგის“ სტატუსის მქონე მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.

საზეიმო ღონისძიებას, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ

აღსანიშნავია, რომ პედაგოგ, თამარ ბრეგვაძეს დირექცია და კოლეგები დამსახურებული ჯილდოს მოპოვებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203