წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ენების ევროპული დღე საინტერესოდ აღნიშნეს
10-10-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში აქტიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სკოლის ადმინისატრაციისა და პედაგოგების ინიციატივით მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა ტიპის შემეცნებით თუ გასართობ ღონისძიებებში.

ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის ნონა ხუსკივაძის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება, რომლიც ფარგლებშიც „ენების ევროპული დღე 2022“ აღინიშნა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სახალისო ქვიზები ინგლისურ ენაში და სხვადასხავა ტიპის სახალისო აქტივობები. 

ცნობისთვის, ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203