კორხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
10-10-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მასში I - XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს, ლექსები სომხურ და ქართულ ენაზე წაიკითხე, აღმზრდელებს გულთბილი სიტყვები მიუძღვნეს და საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203