წესის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
10-10-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს პროფესიული დღე კურსდამთავრებულებმაც მიულოცეს. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203