აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დალაშქრეს
10-10-2022
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე მრავალფეროვანი აქტივობებისა და ღონისძიებების ფარგლებში აღინიშნა.

ღონისძიებებიდან აღსანიშნავია, ლაშქრობა, რომელშიც სასკოლო საზოგადოება ერთსულოვნად მონაწილეობდა.

მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა სპორტული აქტივობები განახორციელეს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც მოსწავლეები, ისე მშობლები და მასწავლებლები.

ბავშვებმა და პედაგოგებმა ერთმანეთს ხალისიანი, ნაყოფიერი და დაუვიწყარი ერთი დღე ერთმანეთს აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203