„ოქროს შემოდგომა“ - ხევაშენის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა, მთვარისა ხარაიშვილმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
10-10-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მთვარისა ხარაიშვილმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა. 

მან ღონისძიება „ოქროს შემოდგომა“ გამართა, რომლის ფარგლებშიც ხევაშენისა და შერწყმული სოფელ უნწის სკოლის მოსწავლეებმა თემატური ნახატები შექმნეს. მათი ნამუშევრები საინტერესო, წელიწადის ამ დროის ამსახველი და შემოქმედებითად დატვირთული იყო. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ნახატები გამოფინეს და შეფასებებიც მიიღეს. ერთობლივი აქტივობა ბავშვებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203