ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლების კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავეს
10-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში - „მშვიდობის მშენებლობა“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა კონკურსზე III ადგილი დაიკავეს და სერტიფიკატი დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის კონკურსში მონაწილეობა მეტად საინტერესო და სამახსოვრო იყო. ბავშვებმა განხორციელებული აქტივობების ფარგლებში თემის ირგვლივ დამატებითი ცოდნაც მიიღეს.