ეწერის საჯარო სკოლის მასწავლებლებს - მთვარისა ფიფიასა და თამარ აქირთავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
10-10-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მასწავლებლებს - მთვარისა ფიფიასა და თამარ აქირთავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
ისინი მიზანდასახურული, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები არიან. მათ განსაკუთრებული ღვაწლის და დამსახურებისთვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით სტატუსი აუმაღლდათ.
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
„მიმდინარე სასწავლო წელი სკოლაში საამაყო სიახლით დაიწყო. ორ შრომისმოყვარე და სიახლის მაძიებელ მასწავლებელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭათ მენტორი მასწავლებლის წოდება. მოხარული ვართ ჩვენი კოლეგების შრომის დაფასებით და სტიმულს გვაძლევს პედაგოგებს ჩვენი მოღვაწეობის მიზანმიმართული პროფესიული ზრდისთვის. ვულოცავთ წარმატებულ მასწავლებლებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს