მიქავას თემის N1 სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ღვაწლმოსილ პედაგოგ ჟორა მოსიძეს ესტუმრნენ და პროფესიული დღესასწაული მიულოცეს
10-10-2022
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ მასწავლებლის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ვიზიტი დაგეგმა.

მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, მხცოვან პედაგოგს, ყოფილ სასწავლო ნაწილის გამგეს, 90 წლის ჟორა მოსიძეს ესტუმრნენ. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნავს მიუძღვნა და არაერთი წარმატებული ადამიანი გაზრადა.

ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203