გეგუთის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
10-10-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა. 

„ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

გამარჯვება მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „გონებრივი იერიში“ მოიპოვა. მისი წევრები მარიამ ურუშაძე, დემურ კუხიანიძე და გვანცა ხოჯავა არიან. კლასის ხელმძღვანელი კი ნანა ჯიქიძეა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203