ნინოშვილის საჯარო სკოლის „ესეების კლუბის“ წევრებმა საინტერესო შეხვედრები განაახლეს
10-10-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში „ესეების კლუბის“ შეხვედრები განახლდა.

კლუბში მცირეკონტიგენტიანი სკოლის VI-IX კლასების 9 მოსწავლე არის გაწევრიანებული.

პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებმა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა - „თევზის წერილები“ განიხილეს.

მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს, როგორც ტექსტის გააზრებაზე, ასევე მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე გათვლილი აქტივობები. გამოხატეს თავიანთი არგუმენტირებული პოზიცია გამიხარდაის და სოფლის დაპირისპირებაში, მისწერეს წერილი გამიხარდაის, დაწერეს ესე პიროვნების და საზოგადოების დაპირისპირების მიზეზებზე.

აღსანიშნავია რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. კლუბის წევრებს პედაგოგები და დირექცია საინტერესო შეხვედრების მოწყობაში მუდამ ეხმარებიან.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203