გეჯეთის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
10-10-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს. 

კლასში გამართული ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი მარი სიხარულიძე იყო. მოსწავლეები კი მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მათ მისალოცი წერილები გაამზადეს, საინტერესოდ გააფორმეს და მასწავლებელს მადლობა ამ გზით გადაუხადეს. გარდა ამისა, მას ყვავილები მიართვეს, რითაც ძალიან გაახარეს. 
 
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203