ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
11-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
სკოლაში ყოფილი პედაგოგები, რაიონული პროფკავშირის თავმჯდომარე, სოფლის გამგეობის თავმჯდომარე და წევრები მიიწვიეს. ღონისძიებამ მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს