აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებაზე ასახელეს
10-10-2022
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

მოსწავლეები ამჯერად 5 ოქტომბერს დედა - ენის ბაღში ევროპის სასკოლო სპორტის და სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის საზეიმო გახსნის ცერემონიალში ჩაერთნენ.

ჩატარდა სახალისო აქტივობები, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მშობლიური სკოლა რამდენიმე სპორტულ სახეობაში გამარჯვებით ასახელეს.

სულ ღონისძიებაში საქართველოს მასშტაბით ექვსი საჯარო სკოლა მონაწილეობდა.

სასკოლო საზოგადოება ამაყობს რომ სკოლებს შორის ერთ-ერთი სწორედ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203