ქუთაისის N37 სკოლის მასწავლებლები - ინეზა დარახველიძე და თამრიკო ბარაბაძე წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ
10-10-2022
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ინეზა დარახველიძე და თამრიკო ბარაბაძე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ.
2022 წლის ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა.
ამაგდარ პედაგოგებს სიგელები ქუთაისის მერიამ მიანიჭა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქუთაისის N37 საჯარო სკოლიდან წარდგენილნი იყვნენ - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინეზა დარახველიძე და გეოგრაფიის მასწავლებელი თამრიკო ბარაბაძე.
აღსანიშნავია, რომ ინეზა დარახველიძე და თამრიკო ბარაბაძე ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს