დაბლაციხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
10-10-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, დაბლაციხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა პედაგოგის, მაია დოლიძის ხელმძღვანელობით საზეიმოდ დაიწყეს.
ბავშვებს ქართული ასოების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა პედაგოგმა განსაკუთრებულად გალამაზებულ საკლასო ოთახში დააწყებინა. მაია დოლიძემ პირველკლასელთათვის ისეთი გარემო შექმნა, რომ ბავშვებმა სწავლა გულმოგდინედ და დიდი ხალისით დაიწყეს.
პირველკლასელებს და მათ პედაგოგს სკოლის დირექცია სწავლის გზაზე წარმატებებს უსურვებს.
„აი ია, აი შენი დედაენა,
აკვნიდანვე, რომ გვაჩუქა მზე და რწმენა,
აი ია საუკუნის დასაწყისი,
საუკუნეს, რომ ანათებს ძალა მისი“
სკოლის, პირველ კლასში ჯადოსნური სამყაროდან, იაკობის „დედაენიდან“ საოცარმა, ლურჯთვალება „აი ია“-მ შემოაბიჯა და პატარების გულში დაიდო ბინა. მაია მასწავლებელმა, აღსაზრდელებს საოცრად ლამაზი გარემო შეუქმნა საკლასო ოთახში, რათა უკეთ გაცნობოდნენ ბავშვები იმ ჯადოსნურ „აი ია-ს“, რომლითაც ისინი ცხოვრების პირველ საფეხურზე შეაბიჯებდნენ. წარმატებები ქალბატონ მაია დოლიძეს და მის აღსაზრდელებს“, - ვკითხულობთ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს