ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მელიტონ მაჭარაშვილმა და მზია ბურჯანაძემ მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
10-10-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამჯერად სკოლის პედაგოგები სპორტის მასწავლებლის, მელიტონ მაჭარაშვილისა და ქიმიის პედაგოგის, მზია ბურჯანაძის კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.

სპორტის მასწავლებელს მელიტონ მაჭარაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ხოლო, ქიმიის პედაგოგმა მაია ბურჯანაძემ წამყვანი მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და კოლეგები პედაგოგებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203