განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
10-10-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბისა და კითხვის წრის წევრებმა მასწავლებლის დღე განსაკუთრებით აღნიშნეს.

ქართული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარების, მასწავლებლისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინების მიზნით ბავშვებმა საინტერესო აქტივობები ჩაატარეს.

ბავშვებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, დაწერეს თხზულებები - „მასწავლებელი“ და ლექსები წაიკითხეს.

აქტივობის ხელმძღვანელი ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგი ნანული მიხანაშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203