საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
10-10-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს მისალოცი ბარათები მიუძღვნეს და წრფელი სიტყვებით გაწეული შრომისა თუ ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.