ზესტაფონის N1 სკოლის წამყვან მასწავლებელს, რუსუდან კობახიძე-ჯუღელს საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა
10-10-2022
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის წლევანდელი მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებული და მეტად სასიხარულო იყო.

​5 ოქტომბერს, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით მასწავლებელთა პროფესიული დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.

საუკეთესო პედაგოგის ტიტული ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვან მასწავლებელს, რუსუდან კობახიძე-ჯუღელს მიენიჭა.

პედაგოგი რუსუდან კობახიძე - ჯუღელი  45 წელია მუხლჩაუხრელად მოღვაწეობს სკოლაში, აღზარდა ბევრი თაობა და დღესაც ჩვეული შემართებით ემსახურება საყვარელ საქმეს.

სიახლეებისაკენ სწრაფვა, ახალგაზრდა პედაგოგთათვის გამოცდილების გაზიარება და სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა მისი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

„ვულოცავთ რუსუდან მასწავლებელს დამსახურებულ ჯილდოს! ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობასა,  კიდევ ბევრი თაობა აღეზარდოს“, - ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203