მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგის, ირინა კუპატაძის პროზაულმა ნაწარმოებმა ლიტერატურულ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგის ირინა კუპატაძის პროზაულმა ნაწარმოებმა ლიტერატურულ კონკურს „ოდეონში“ საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსი ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ოდეონი“ ღია სივრცეში იმართება და ის მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
პედაგოგმა ირინა კუპატაძემ კონკურსის ფარგლებში საინტერესო ნამუშევარი შექმნა. მას ამ წარმატებას სკოლაში ულოცავენ და ამაყობენ.
„ვულოცავთ ირინას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ შემოქმედებით მიღწევებს. მადლობა კონკურსის ორგანიზატორს იზა ვეფხვაძეს შესანიშნავი კონკურსის ჩატარებისა და შემოქმედი ადამიანების აღმოჩენა-აღიარებისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ბმული:იხილეთ ფოტოები: